ბორის ბრეჟა საქართველოში

ბორის ბრეჟა 2 ნოემბერს თბილისს ეწვევა. ცნობილი გერმანელი დიჯეი ვეარ ჰაუსის მეშვიდე პავილიონს დაიკავებს. ბორის ბრეჟა ოთხი ალბომის, 20-ზე მეტი სინგლისა და უამრავი რემიქსის ავტორია. მისი თითოეული პერფორმანსი ყოველი სეზონის დასამახსოვრებელი ღონისძიებაა. თბილისს ის წელსაც ნიღბით ესტუმრება, რომელიც მისი შოუს განუყოფელი ნაწილია.