ბორელის ვიზიტი საქართველოში - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ვიცეპრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი ხვალ საქართველოში ჩამოვა. ვიზიტი ორი დღე გაგრძელდება. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში ბორელის პირველი ოფიციალური ვიზიტი, ამჟამინდელი უფლებამოსილებებით, საშუალებას მისცემს, მას განიხილოს პროგრესი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ასევე, გაცვალოს აზრები უფრო ფართო საგარეო პოლიტიკასა და რეგიონულ საკითხებზე.

ჯოზეფ ბორელს უმასპინძლებს საქართველოს პრეზიდენტი, ასევე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი შეხვდება პრემიერ-მინისტრს. მთავრობის მეთაურთა შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია ერთობლივი პრესკონფერენცია. ბორელი ასევე შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, პარლამენტში მყოფი ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

ბორელის დაგეგმილ ვიზიტს პოლიტიკურ სპექტრში აფასებენ.