Booking.com-ის მომსახურება დაიბეგრება

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პლატფორმა დაიბეგრება.

პორტალებს, სადაც უძრავი ქონების გაქირავება ხდება, დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდა მოუწევთ. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა ნეგატიური გამოხმაურება. კანონში შესული ცვლილება დიდი ალბათობით საიტების მომსახურების ფასზე აისახება, რაც ნიშნავს, რომ ფიზიკურ პირებს ქონების გაქირავების შესახებ კონკრეტულ პლატფორმაზე ინფორმაციის განთავსების სანაცვლოდ საკომისიო გაეზრდებათ. შესაბამისი შეტყობინება უკვე მიიღეს Booking.com-ის მომხმარებლებმა. კომპანიები დღგ-ის გადახდის ვალდებულების გადავადებას ითხოვენ.

დატოვე კომენტარი