ბოლტონის ვიზიტის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაცია

აქტუალობას არ კარგავს თბილისში დონალდ ტრამპის მრჩევლის, ჯონ ბოლტონის ვიზიტის შემდეგ გავრცელებული დეზინფორმაცია.

რამდენიმე დღის წინ შექმნილ ინტერნეტგვერდზე გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას ამჯერად აშშ-ის საელჩოდან ეხმაურებიან.

საქმე ეხება ავტორის მითითების გარეშე გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის მიხედვით საქართველოში ჩამოსულმა მაღალი რანგის სტუმარმა ხელისუფლების წარმომადგენლები გააფრთხილა, ამერიკისგან 75 მილიონ დოლარად შეძენილი ანტისატანკო სისტემები – ჯაველინები რუსეთს არ გადასცეს.

ინფორმაცია ყველა ოფიციალურ დონეზე კატეგორიულად უარყვეს.

საინტერესოა, რომ 22 ოქტომბერს დარეგისტრირებულ საიტს, რომელმაც სტატია გამოაქვეყნა, ადმინისტრატორიც კი არ ჰყავს.