ბოლო ზარი სკოლებში
43-ათასამდე მე-12-ე კლასელისთვის ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება. მათთვის სკოლებში ზარი დღეს ბოლოჯერ დაირეკა. ათასობით მოსწავლე სკოლაში თეთრი პერანგით მივიდა, რომელზეც მეგობრებმა კლასელებმა და მასწვლებლებმა ავტოგრაფები და სურვილები დატოვეს. ახალგაზრდები, ზოგადი განათლების მიღების შემდეგ ახლა სწავლას უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში განაგრძობენ. ბოლო ზარის ცერემონია საქართველოს მასშტაბით მოქმედ ყველა სკოლაში გაიმართა.