საწვავის გაზრდილი ფასი

საწვავი გაძვირდა. ბოლო ერთ თვეში ბენზინის ფასი საშუალოდ 15 თეთრამდეა გაზრდილი. საერთაშორისო ბაზარზე დაწყებული პროცესების გათვალისწინებით, სპეციალისტები საქართველოში ნავთობპროდუქტების ფასის შემცირებას დაახლოებით ორ კვირაში ვარაუდობენ. თუმცა, საწვავის ღირებულების ძველ ნიშნულზე დაბრუნების შემთხვევაშიც, ექსპერტების ნაწილისთვის ბენზინის სარეალიზაციო ფასი მაინც მაღალია, რასაც “მოამბის” მიერ ჩატარებული კვლევაც ადასტურებს.

სფეროს სპეციალისტები კონკურენციის სააგენტოს ბაზრის შესწავლისკენ მოუწოდებენ.

მარიამ ბერძენიშვილის სიუჟეტი.

 

დატოვე კომენტარი