ბოლნისობა 2026

21:47, 11.10.2026

დღეს ბოლნისში, ძველ გერმანულ უბანში ბოლნისქალაქობა აღნიშნეს. სახალხო დღესასწაულმა სტუმრებს მრავალფეროვანი და საინტერესო პროგრამით უმასპინძლა. პატარებისთვის მოეწყო გასართობი და შემეცნებითი აქტივობები, სპორტული თამაშები, სტუმრებისთვის რეწვის ოსტატთა ნამუშევრების, ადგილობრივი პროდუქციისა და ბოლნური ღვინის გამოფენა-დეგუსტაცია გაიმართა. საკუთარი შემოქმედება წარმოადგინეს ბოლნისის მუნიციპალურმა თეატრმა, კულტურის ცენტრმა და საჯარო სკოლებმა. დღესასწაულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ყურძნის საზეიმო დაწურვა იყო. დღესვე ბოლნისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ბოლნისქალაქობა გალა კონცერტით დასრულდა.

მსგავსი