ბოლნისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებს ახალი რეანომობილები გადაეცათ

ბოლნისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში ოპერირებისთვის გადაუდებელი დახმარების ცენტრს ორი სპეცმანქანა გადაეცა. ტექნიკა რაიონმა ჰეიდარ ალიევის ფონდისაგან მიიღო.

ახალი რეანომობილებით კლინიკებს შორის კრიტიკული პაციენტების გადაყვანა იქნება შესაძლებელი. ამ დრომდე, ბოლნისის და გარდაბანის რაიონებში პაციენტთა სამედიცინო ტრანსპორტირებისთვის ეკიპაჟი თბილისიდან იგზავნებოდა.

ახალი რეანომობილის გადაცემის შედეგად კი, კრიტიკულ პაციენტთა გადაყვანა ოპერატიულად მოხდება.