ბოლნისის და მარნეულის ინციდენტებში მონაწილეთა სასამართლო

პირები, რომლებიც ბოლნისსა და მარნეულში მომხდარი ინციდენტების შემდეგ დააკავეს, გირაოთი გათავისუფლდნენ.

ბრალდებულთაგან ორი „ქართული ოცნების“, ორი კი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტია. საქმე ეხება 27 სექტემბერს ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურში, 29 სექტემბერს კი მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიასთან და მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბთან მომხდარ დაპირისპირებებს. ორივე მხარე პროვოკაციის მოწყობაში ერთმანეთს ადანაშაულებს. მედიის წარმომადგენლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე კი პასუხისგებაში ჯერ არავინ არის მიცემული.

რუსუდან ლოლაძე დეტალებით.