„ბოინგის“ ავიაკატასტროფის საქმის გამოძიება

საეჭვო გარემოებები იკვეთება თეირანის აეროპორტთან მომხდარი ავიაკატასტროფის საქმეში.

უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოვარდნის წინასწარი ვერსიები ირანსა და დასავლეთს შორის დავის საგანი ხდება. ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის და კანადის ვერსიით, უკრაინული „ბოინგი“ ირანის მიერ გაშვებული რუსული რაკეტით ჩამოაგდეს და შესაბამისი სადაზვერვო მტკიცებულებებიც არსებობს. თუმცა, თეირანი სხვა ვერსიას ავითარებს. დღის ბოლოს ტელე-კომპანია „სიენენმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეირანის აეროპორტიდან აფრენილ უკრაინულ ლაინერს არა ერთი, არამედ ორი რაკეტა მოხვდა.

ლაინერის ჩამოვარდნის გამო უკვე მესამე დღეა, ირანის საჰაერო სივრცეს არცერთი მსხვილი ავია-კომპანია აღარ იყენებს. რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინულ მხარეს ტრაგედიის ადგილზე შესვლის, ლაინერის ფრაგმენტების დათვალიერების და შავი ყუთის ჩანაწერებზე წვდომის უფლება მისცეს.

დატოვე კომენტარი