ბოიკოტში მყოფი ოპოზიციის გეგმა
არჩევნების ბოიკოტის მომხრე ოპოზიციის ნაწილი 4 ოქტომბერს მშვიდობიან რევოლუციას აანონსებს. ისინი დღეს დედაქალაქის მთავარ გამზირზე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად შეიკრიბნენ. შეკრებილებს შორის ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იყვნენ. როგორც მათ სიტყვით გამოსვლისას განაცხადეს, დამხობას მშვიდობიანი ფორმა ექნება – კონკრეტულად კი, ამბობენ, რომ ისინი ეროვნული კრების ფორმატში შეიკრიბებიან და მესამე რესპუბლიკას გამოაცხადებენ, ლეგიტიმაციას კი მათ ხალხი მისცემს. დღევანდელ შეკრებას არ ესწრებოდა არჩევნების მონაწილე გახარია-ლელოს კავშირი. ასევე არ იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსად, არჩევნების მოწინააღმდეგე, გვარამია-მელია-გირჩია-დროას ერთობის ლიდერები.