ბოიკოტში მყოფი ოპოზიციის გეგმა - გამოხმაურება

არჩევნების ბოიკოტის მომხრე ოპოზიციის ნაწილი, 4 ოქტომბერს მშვიდობიან რევოლუციას აანონსებს. ისინი დღეს დედაქალაქის მთავარ გამზირზე, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად შეიკრიბნენ. შეკრებილებს შორის, ძირითადად, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იყვნენ. როგორც მათ სიტყვით გამოსვლისას განაცხადეს, დამხობას მშვიდობიანი ფორმა ექნება – კონკრეტულად კი – ამბობენ, რომ ეროვნული კრების ფორმატში შეიკრიბებიან და მესამე რესპუბლიკას გამოაცხადებენ, ლეგიტიმაციას კი – მას ხალხი მისცემს. დღევანდელ შეკრებას არ ესწრებოდა არჩევნების მონაწილე „გახარია -„ლელოს“ კავშირი. ასევე არ იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსად, არჩევნების მოწინააღმდეგე, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლები.