ბოიკოტის პოლიტიკური ფასი 

დადგება თუ არა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი საფრთხის ქვეშ ოპოზიციის ბოიკოტის გამო. სულ უფრო აქტიურდება და ხშირდება საერთაშორისო მოწოდებები. გზავნილი არის ერთი: პოლიტიკური პროცესები პარლამენტში უნდა გაგრძელდეს. ევროპარლამენტართა ნაწილი ხაზს უსვამს, რომ საქართველოში დღეს შექმნილი ვითარება და ოპოზიციის ბოიკოტი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესზე და ახალ შანსებზე უარყოფითად აისახება. ლიეტუველი დეპუტატი, ანდრიუს კუბილიუსი პირველ არხთან საუბრისას ამბობს, რომ ამ თემაზე პირადად ესაუბრა მმართველ პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობას“, „ევროპულ საქართველოს“ და „ლელოს“. ანალოგიური მოწოდებები ისმის ნატოდანაც, სადაც ჩვენს ჟურნალისტს უდასტურებენ, რომ საქართველოს კუთხით ღია კარის პოლიტიკაზე ალიანსში დისკუსია აქტიურად მიმდინარეობს.