ბოიკოტის დასასრული
ერთწლიანი ბოიკოტის დასასრული და ბრძოლა ახალი მიდგომით და სტრატეგიით – გიორგი გახარიას გუნდი პარლამენტში მუშაობას სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან დაიწყებს.
საკანონმდებლო ორგანოს და საკრებულოს მანდატებთან ერთად ყოფილი პრემიერის პარტია ბოიკოტს წყვეტს აჭარის უმაღლეს საბჭოშიც. ოპოზიციური პარტია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტში არ შესვლას შეცდომად აცხადებს, თუმცა დღესაც არალეგიტიმურად მიიჩნევს საკანონმდებლო ორგანოს, სადაც 12 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. მათ შორისაა შალვა კერესელიძე, რომელიც დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს პირადად შეხვდა.
ახალი საბრძოლო ტაქტიკა და შეცვლილი პოზიციონირება კატეგორიულად მიუღებელია ბარიერგადალახული, თუმცა დღემდე ბოიკოტში მყოფი ოპოზიციური ძალებისთვის, მათ შორის „ლელოსთვისაც“, რომელმაც მანდატების ჩახსნის და
საპარლამენტო ბოიკოტის ფონზე საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა და წინასაარჩევნოდ სწორედ გახარიას პარტიასთან ითანამშრომლა.
ბოიკოტიდან საპარლამენტო ოპოზიციის სტატუსამდე – სალომე ქოქიაშვილი არკვევდა, რა შეიცვალა ერთი წლის შემდეგ და როგორ წარმოუდგენია ექსპრემიერის გუნდს იმ წარმომადგენლობით ორგანოში ყოფნა, რომელსაც დღესაც არალეგიტიმურად აცხადებს.