ბოიკოტი და საბიუჯეტო დაფინანსება – ოპოზიციის დილემა
სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზეა მიბმული საბიუჯეტო დაფინანსების საკითხიც. თუ ბარიერგადალახული სუბიექტის წარმომადგენლები საპარლამენტო მანდატებზე წერილობით უარს იტყვიან, მაშინ ავტომატურად პოლიტიკური პარტია სახელმწიფო დაფინანსებასაც დაკარგავს. ახლა საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები პარლამენტის პირველი სხდომის შემდეგ და გაფორმდება თუ არა საპარლამენტო საქმიანობაზე უარი ოფიციალურად, რაც დაფინანსების შეწყვეტასაც გამოიწვევს. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ამ ნაწილშიც მათი გადაწყვეტილება არ გადაიხედება. რაც შეეხება „გირჩს“, რომელიც პარლამენტში ვერ მოხვდა, თუმცა 1%-იანი ბარიერის გადალახვის გამო სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებს. „გირჩი დანარჩენი ოპოზიციის ნაბიჯებს ელოდება.