დღეს გიორგობაა – დღესასწაული მრევლსა და სრულიად საქართველოს ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა მიულოცა. მან ქადაგებისას ქვეყანაში მიმდინარე თემებზე ისაუბრა. მეუფე იაკობის თქმით, ოპოზიციას რეალური ლიდერი აღარ დარჩა. მან მოსახლეობას მოუწოდა, პოლიტიკური ნიშნით ერთმანეთთან დაპირისპირებისგან თავი შეიკავონ და ქვეყანაში სიტუაციის არევის საშუალება არავის მისცენ. მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობამ 150 ადამიანი აარჩია და ახლა დროა, ყველამ ერთად ქართული საქმე აკეთოს.