ბოჭორმის ქუჩის მაცხოვრებლები ხეების მოჭრას აპროტესტებენ

ბოჭორმის ქუჩის მაცხოვრებლები საცხოვრებელი კორპუსის გვერდით არსებული ხეების მოჭრას აპროტესტებენ. მათი თქმით, ბინების შეძენის დროს უთხრეს, რომ ამ ადგილს არავინ შეეხებოდა, თუმცა ახლა იქ 23-სართულიანი ობიექტის აშენება იგეგმება.

ადგილობრივებს მერიაში უპასუხეს და განუმარტეს, რომ ხეები დაავადებული იყო და მათი მოჭრის ნებართვაც სწორედ ამიტომ გაიცა. მოსახლეობის პროტესტს პასუხობენ სამშენებლო კომპანიაშიც. მათი განცხადებით, პროცესი კანონის დაცვით მიმდინარეობს, მოიჭრება დაზიანებული მცენარეები, ჯანსაღ ხეებს კი კომპანია ადგილზევე გადარგავს.