ბლუზის საერთაშორისო ფესტივალი ლაგოდეხში

21:59, 07.07.2023

ბლუზის საღამოები კახეთში.

ლაგოდეხის ნაკრძალი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცნობილ მუსიკოსებს უმასპინძლებს. ბლუზის საერთაშორისო ფესტივალის პროგრამა მრავალფეროვანია და ის ქართველი შემსრულებლების ნომრებსაც მოიცავს.

ქართველი მსმენელის წინაშე კარლოს ჯონსონი, შერონ ლუისი, მაია ბარათაშვილი და კიდევ არაერთი შემსრულებელი წარდგება.

ფესტივალი 15 ივლისს გაიხსნება და 12 აგვისტოს ჩათვლით, ლაგოდეხის ნაკრძალში კონცერტები ყოველ შაბათს გაიმართება.

მსგავსი