ბლოკი „ჯონდი ბაღათურია - ქართული დასის“ პროგრამის პრეზენტაცია

პარტია „ქართულმა დასმა“ საარჩევნო პროგრამა წარადგინა.

პარტია აქცენტს სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის განვითარებაზე აკეთებს. ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, აღნიშნული პროგრამით მოსახლეობის დიდი ნაწილი დასაქმდება. პარტია ამომრჩეველს პენსიის გაზრდასაც ჰპირდება. „ქართულ დასში“ აცხადებენ, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში პენსია დამსახურებისა და სტაჟის მიხედვით გაიცემა და საშუალოდ 365 ლარიდან 415 ლარამდე იქნება.

დატოვე კომენტარი