ბლოგერ უჩა აბაშიძის დაკავება

დაკავებული ბლოგერი უჩა აბაშიძე ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. მის სახლში ჩხრეკა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, პარალელურად, ჩხრეკა ჩატარდა უჩა აბაშიძის მეგობარი გოგოს სახლშიც. ადვოკატი ამბობს, რომ მას დაკავებულთან იზოლატორში შესვლისა და გასაუბრების შესაძლებლობა მხოლოდ გვიან ღამით მისცეს, მას შემდეგ, რაც პოლიციამ ჩხრეკა დაიწყო, უჩა აბაშიძის სახლთან მივიდნენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები. მომხდარს სახალხო დამცველის აპარატი გამოეხმაურა.