"ბლექ სი არენაზე" დღეს ენიო მორიკონეს კონცერტი გაიმართება

“ბლექ სი არენაზე” დღეს ენიო მორიკონეს კონცერტი გაიმართება. ცნობილი იტალიელი კომპოზიტორი უკვე შეკვეთილშია და რეპეტიციაც გაიარა, თუმცა, მედიის წარმომადგენლებს მასზე დასწრების უფლება არ მიეცათ.

კონცერტზე დასასწრები ბილეთები თითქმის სრულად არის გაყიდული. “ბლექ სი არენას” კარი 18:00 საათზე გაიღება, კონცერტი კი სავარაუდოდ, 21:00 საათზე დაიწყება.

როგორ მიმდინარეობს მზადება, მარიკა შალიკაშვილი ჩაგვერთვება შეკვეთილიდან პირდაპირ ეთერში.