„ბლექ სი არენაზე“ „ბლექ აიდ ფის“ დღეს კონცერტს გამართავს

ვარსკვლავთცვენას ელოდებიან „ბლექ სი არენაზე“. პირველ კონცერტს „ბლექ აიდ ფის“ გამართავს.

ორსაათიანი პროგრამა მელომანებისთვის ცნობილ ჰიტებს გააერთიანებს. მუსიკალური სეზონი ჯესი ჯეის კონცერტით გაგრძელდება. 13 აგვისტოს კი „ბლექ სი არენა“ ჰოლივუდის ერთ ერთი ყველაზე ცნობილ ვარსკვლავს დაეთმობა. მსმენელის წინაშე ჯარედ ლეტო როკ ბენდთან ერთად წარდგება.