საქართველოში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 10 %-ით, თითქმის 65 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. ასეთია 2025 წლის მესამე კვარტალის მონაცემი. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ავრცელებს. საანგარიშო პერიოდში, ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 815 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 3.3 %-ით მეტია. დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი კი 2 421 ლარს გაუტოლდა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 231 ლარითაა გაზრდილი. ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ 2025 წლის მესამე კვარტალში, მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, პოზიტიური ტენდენციები გრძელდება ბიზნეს სექტორშიც.