ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის მეოთხე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 12.8 %-ით გაიზარდა და 70 მილიარდი ლარი შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. ამავე პერიოდში, ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 3.4 %-ით 839 ათასამდე გაიზარდა. მთლიანობაში, 2025 წლის ოთხ კვარტალში, ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობამ 251 მილიარდ ლარს მიაღწია.