ბიზნესსექტორის ბრუნვა

15:22, 03.09.2026

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა თითქმის 12 პროცენტით გაიზარდა და 67 მილიარდ ლარს გადააჭარბა – ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. საქსტატის ცნობით, ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2026 წლის მეორე კვარტალში, მისი მოცულობა 25.7 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 10.7 პროცენტით მეტია. ამასთან, საანგარიშო პერიოდში გაიზარდა, როგორც ბიზნესსექტორში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა, ასევე, მათი საშუალო თვიური ხელფასიც. ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული სტატისტიკა საქართველოს მთავრობის სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. ამასთან, როგორც უწყებაში განმარტავენ, სახელმწიფო აქტიურად უჭერს მხარს კერძო სექტორის განვითარებას, სხვადასხვა წამახალისებელი პროგრმებითა თუ მექანიზმებით და ამ მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.

მსგავსი