ბიზნესსექტორი სემეკ-ში მიმდინარე სიახლეებსა და დაგეგმილ პროექტებს გაეცნო

ბიზნესსექტორი  სემეკ-ში მიმდინარე სიახლეებსა და დაგეგმილ პროექტებს გაეცნო. შეხვედრა დამსაქმებელთა ასოციაციაში გაიმართა და მას ასოციაციის წევრი და პარტნიორი კომპანიების 60-მდე წარმომადგენელი დაესწრო. მთავარი თემა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთებასთან დაკავშირებული საკითხები იყო.

კერძოდ, სამივე სექტორში ახალი მომხმარებლის მიერთების სტანდარტები და მათი შესრულების მონიტორინგი.