ბიზნესომბუდსმენი ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეს ეხმაურება

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე მიიჩნევს, რომ „თიბისი ბანკის“ აქციების ფასის ვარდნა დროებითი პროცესია და მალე გამოსწორდება.

ამასთან, ლექვინაძის შეფასებით, ბუნებრივია მიმდინარე პროცესი კომპანიაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს და შესაბამისად, სწორი იყო მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადაწყვეტილება „თიბისი ბანკის ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის თანამდებობების დატოვების შესახებ.