ბიზნესომბუდსმენი ბათუმში ადგილობრივი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ხვდება

15:12, 05.05.2018

ბიზნესომბუდსმენი ბათუმში ადგილობრივი ბიზნესსექტორის 200-მდე წარმომადგენელს ხვდება. შეხვედრაზე ირაკლი ლექვინაძე ბიზნესმენებს ბიზნესომბუდსმენის ოფისის საქმიანობასა და იმ საკომუნიკაციო მექანიზმებს აცნობს, რომლის მეშვეობითაც, კერძო სექტორს შეუძლია ბიზნესომბუდსმენს დაუკავშირდეს და მხარდაჭერა მიიღოს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებმა მათთვის საინტერესო და პრობლემური საკითხების შესახებ ირაკლი ლექვინაძეს შეკითხვები დაუსვეს.

რეგიონული შეხვედრების ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენმა უკვე გამართა შეხვედრები გორში, ქუთაისში, ოზურგეთსა და ზუგდიდში. ბიზნესომბუდსმენის ოფისის რეგიონული შეხვედრების მიზანია რეგიონებში კერძო სექტორთან ომბუდსმენის ოფისის კომუნიკაციის გააქტიურება და არსებული პრობლემების იდენტიფიცირება.

 

მსგავსი