ბიზნესმენების პროტესტი

მწვავე რეაქციები მოყვა მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს იმ ნაწილსაც, რომელიც ბიზნესმენებს ეხებოდა.

ყოფილი პრეზიდენტი მმართველობის პერიოდში ბიზნესზე რეკეტს უარყოფს და მხოლოდ ცალკეულ შეცდომებზე მიუთითებს. ამ განცხადების შემდეგ გიორგი კობერიძემ იმ ბიზნესმენების ისტორიები მოისმინა, რომლებიც საკუთარი ქონების იძულებით და მუქარით დათმობაში სწორედ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ადანაშაულებენ.