ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის სასამართლო პროცესი
ცნობილი ბიზნესმენი მოსამართლის გადაწყვეტილების მოლოდინში – გიორგი რამიშვილს ბრალდება უკვე წაუყენეს.
ამ წუთებში მოსამართლე აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს. პროკურატურა პატიმრობას ითხოვს. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარება – ასეა ფორმულირებული ბრალდება, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიების ინფორმაციით, „სილქ როუდ ჯგუფისა“ და „სილქნეთის“ დამფუძნებელს შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღი აეროპორტში ხელბარგის შემოწმების დროს აღმოუჩინეს. ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებული გაუთვალისწინებელ შემთხვევაზე მიუთითებს და წერილობითი განცხადების გავრცელებას აპირებს. დაცვის მხარე გირაოს ითხოვს.