ბიზნესკონფერენცია ბათუმში

ბათუმის საზღვაო აკადემიაში დასრულდა ათასწლეულის განვითარების ფონდის საგრანტო პროექტი.

ღონისძიების ფარგლებში საზღვაო სასწავლებელმა მილიონ-ნახევარი დოლარის ოდენობის გრანტი მიიღო. გრანტი მთლიანად აკადემიაში პროფესიული მომზადების მიმართულებას მოხმარდა.

უცხოეთში გადამზადდა 50 სპეციალისტი, 600 ათასი დოლარი კი პროფესიული მომზადების ცენტრის ტექნიკური აღჭურვილობისთვის დაიხარჯა.

საგრანტო პროექტი დღეს სპეციალურ ბიზნესკონფერენციაზე შეაჯამეს.