ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის პირველი სამეცნიერო ჟურნალი
ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიამ პირველ სამეცნიერო ჟურნალი გამოსცა. ჟურნალის პრეზენტაცია საგანმანათლებლო ცენტრის საჩხერის ფილიალში გაიმართა. საერთაშორისო სამეცნიერო ინდექსირებული ჟურნალის გამოცემის მიზანი, აკადემიური სივრცის გაძლიერება, კვლევითი საქმიანობის განვითარება და ხელშეწყობაა. ჟურნალის პრეზენტაცია ანზორ მაჭარაშვილის 85 წლის იუბილეს მიეძღვნა. ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიას 34 წლიანი ისტორია აქვს. დღეს ის წარმოადგენს მრავალპროფილურ საგანმანათლებლო ცენტრს, რომელსაც 4 ფილიალი აქვს – სამი თბილისში და ერთი საჩხერეში. 2014 წლიდან აკადემიას მინიჭებული აქვს ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი და ფლობს ISO საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატს.