ბიზნესისა და მთავრობის დიალოგი

21:32, 16.11.2026

ხელისუფლების პირველი პირები და ბიზნეს-სექტორი ერთ სივრცეში. რა ფაქტორები აფერხებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და ბიზნეს-გარემოს, სად არის ხარვეზები და გამოწვევები და რას ითხოვს სფერო მთავრობისგან – ბიზნესმენებმა სამთავრობო გუნდს საკუთარი მოსაზრებები გააცნეს.

ბიზნეს-ასოციაციის ორგანიზებით გამართული კონფერენცია რამდენიმე პანელურ დისკუსიას მოიცავდა. ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კერძო სექტორი ბიუროკრატიულ პროცედურებს, კვალიფიციური კადრების დეფიციტს და კონკრეტულ ეკონომიკურ რეგულაციებს ასახელებენ, რომლებსაც ბიზნესისთვის შემზღუდავად მიიჩნევენ. მთავრობა ბიზნეს-სექტორს დიალოგის გაგრძელებას ჰპირდება. სიტყვით გამოსვლებში პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა კერძო სექტორს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე და დაკავშირებადობის მიზნით დაგეგმილ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია. გეგმაა, რომ შუა დერეფნის მარშრუტში საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად ასათვისებლად 7 მილიარდი დოლარის ინვესტიციებს გეგმავს.

მსგავსი