ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრა

თბილისში თავისუფალი ბიზნეს პლატფორმის შეხვედრა იმართება.

სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლები ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე და ეკონომიკაზე მის გავლენაზე მსჯელობენ. ბიზნესების წარმომადგენლების თქმით, თუ პოლიტიკური ვითარება არ დასტაბილურდება, შეიქმნება ეკონომიკური კრიზისი, რაც მძიმე სოციალურ ფონს გამოიწვევს. მათი თქმით, ქვეყანაში შემცირებულია უცხოური ინვესტიციები. შეხვედრაზე შესაბამისი სფეროს სპეციალისტები ეკონომიკურ პროგნოზებს განიხილავენ. შეკრებას ესწრებიან ბიზნესის ის წარმომადგენლები, რომლებიც შეუერთდნენ „თავისუფალი ბიზნესის პლატფორმის“ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ისინი ხელახალი არჩევნების ჩატარებასა და მიმდინარე აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ.