ბიზნესფორუმი თბილისში

12:28, 15.11.2018

თბილისში თურქეთი-საქართველოს ბიზნესფორუმი მიმდინარეობს.

შეხვედრის ფარგლებში დელეგატებს საშუალება ექნებათ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს გაეცნონ და აწარმოონ მოლაპარაკებები ადგილობრივ ბიზნესწრეებთან.

დეიკის დელეგაციის წევრი 20-მდე კომპანია, ძირითადად მშენებლობის, ენერგეტიკის, ავეჯის წარმოებისა და მსუბუქი მრეწველობის სექტორებს წარმოადგენენ.

ღონისძიების მიზანია, საქართველოსა და თურქეთის ბიზნესწრეებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობისა და ვაჭრობის გაღრმავების ხელშეწყობა.

მსგავსი