ბიზნესფორუმი აჭარაში

12:25, 05.09.2026

კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ბიზნეს-ფორუმი გაიმართა, რომლის მთავარი მიზანი გოდერძის საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენა, ახალი ინვესტიციების მოზიდვა და კურორტის ოთხ სეზონიან განვითარებაში ბიზნეს-სექტორის ჩართულობის გაძლიერება იყო. ფორუმს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და აჭარის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. მთავრობის თავმჯდომარემ ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს, ბიზნესისა და საბანკო სექტორის თანამშრომლობით, კურორტი გოდერძი ეტაპობრივად გარდაიქმნა თანამედროვე, სრულფასოვან ოთხ სეზონიან კურორტად. განვითარებული ინფრასტრუქტურა კი მაღალმთიან აჭარაში ახალი საინვესტიციო პროექტებისთვის მიმზიდველ გარემოს ქმნის. ღონისძიების ფარგლებში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს კურორტის განვითარების ხედვა და კონკრეტული საინვესტიციო პროექტები გააცნეს.

მსგავსი