ბიზნესფორუმი

თბილისი-ბრისტოლის დამეგობრების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ბიზნესფორუმი გაიმართა.

ღონისძიებას კახა კალაძეც დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით – „ერთიანობა განსხვავებულობაში, ბრისტოლი და თბილისი 1988-2018“. წარმოდგენილი იყო ქართველი და ბრიტანელი მხატვრების ნამუშევრები, რომლებიც 30 წლის განმავლობაში თბილისსა და ბრისტოლში სხვადასხვა გამოფენასა და ფესტივალში იღებდნენ მონაწილეობას. ქალაქებს შორის დამეგობრების ხელშეკრულება 1988 წელს გაფორმდა და ის ორ ქალაქს შორის კულტურის, მეცნიერების, ტურიზმის დარგში, ასევე საქალაქო ცხოვრების სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.