ბიზნესცენტრში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ვაჟა-ფშაველას №45-ში მდებარე ბიზნესცენტრის გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
ადგილზე 150-ზე მეტი მეხანძრე მაშველი კვლავ განაგრძობს მუშაობას. ბიზნესცენტრის შენობაში ძირითადად განთავსებულია სხვადასხვა ოფისი მათ შორის ტელეკომპანია „ფორმულა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პარტია. მე-17 სართულზე დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ფორმულას თანამშრომლები იყვნენ ჩარჩენილები. ამ დროისთვის შენობიდან ყველა ადამიანი ევაკუირებულია და უსაფრთხო ტერიტორიაზე არის გაყვანილი.