ბიზნესასოციაციის ყოველწლიური კონფერენცია

საქართველოს ბიზნესასოციაციამ ყოველწლიური კონფერენცია გამართა, რომელსაც კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს პრემიერი და სამთავრობო გუნდის წევრები დაესწრნენ. ღონისძიება მთავრობის მეთაურმა გახსნა. ირაკლი კობახიძემ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

პრემიერის თქმით, გასული ოთხი წელი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით გამორჩეული იყო. საშუალო წლიურმა ზრდამ 9.4 პროცენტი შეადგინა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპაში. ამასთან, კობახიძის განმარტებით, ხელისუფლებას აქვს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, რაც ხელს შეუწყობს მომავალშიც მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებას.

პრემიერმა სხვა მაკროეკონომიკურ, ფინანსურ, თუ სოციალურ საკითხებზეც გაამახვილა ყურადღება. კონფერენციის ფარგლებში, ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, კითხვები დაესვათ მთავრობის მეთაურისთვის მათთვის აქტუალურ საკითხებზე. კერძო სექტორში აღნიშნავენ, რომ მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია, რადგან პირდაპირი კომუნიკაცია მყარდება გადაწყვეტილებების მიმღებ პირებთან.