ბიზნეს სექტორის მიმართვა

პანდემიით ყველაზე მეტად დაზარალებული სფერო დახმარებას ითხოვს.

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ხელისუფლებას სფეროს გახსნის საკუთარ ხედვას სთავაზობენ. ერთობლივ მიმართვაში იმ უმძიმეს მდგომარეობაზეა საუბარი, რომელშიც სექტორი 10-თვიანი გაჩერების გამო აღმოჩნდა. მათთვის შეზღუდვების მოხსნა არც პირველი თებერვლის შემდეგ არის დაგეგმილი. ამიტომ მთავრობის სახელზე მომზადებულ წერილში საუბარია იმ პირობებზე, რომელთა დაცვით უცხოელ ვიზიტორებს ქვეყანაში შემოსვლის, რესტორნებს და ზამთრის კურორტებს კი გახსნის უფლება უნდა მისცენ.

ხელისუფლებას მიმართავენ სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების წარმომადგენლებიც, რომლებიც ფინანსური კრიზისის ფონზე, ხელისუფლებას სესხების სუბსიდირებას და საგადასახადო შეღავათებს სთხოვენ.