ბიუროს სხდომაზე დეპუტატები ახალ საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავენ

12:08, 17.02.2020

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატები ახალ საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავენ, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის უფლებების ნაწილში ცვლილებას ეხება. სხდომაზე მოხდება ასევე მინისტრის საათის ფორმატში ფინანსთა მინისტრის პარლამენტში მისვლის ინიცირება.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დღესვე ვალერი გელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობაზე იმსჯელებს. მეცხრე მოწვევის პარლამენტში ვალერი გელაშვილი კარლო კოპალიანს ჩაანაცვლებს.

მსგავსი