ბიუროს სხდომაზე დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე მსჯელობა იწყება

ბიუროს სხდომაზე დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე მსჯელობა იწყება – დოკუმენტი „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის. პროექტი უკრაინული მოდელის ანალოგია. 80 მილიონ დოლარზე მეტის ფლობა, მედიაზე და პოლიტიკურ ჯგუფზე გავლენა და კონკრეტულ ეკონომიკურ საქმიანობაზე მონოპოლია – ესაა კრიტერიუმები, მათგან სამის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირი განისაზღვრება ოლიგარქად. ოპოზიცია კანონპროექტს აკრიტიკებს და არ იზიარებს. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი, უკრაინული კანონის ქართულ რეალობაზე მორგებას არ ეთანხმება და ახალი დოკუმენტის შემუშავებას ითხოვს. მმართველ გუნდში კი ოპოზიციის პროტესტს ოპოზიციურ სპექტრში მყოფი კონკრეტული პირების დაცვით ხსნიან.