ბიუროს სხდომა

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოსაძიებლად პროკურატურას ვადა, შესაძლოა, კიდევ ხუთი წლით გაუხანგრძლივდეს. ამის შესახებ ინიციატივა პარლამენტში ბიუროს სხდომაზე დღეს დარეგისტრირდება.

გამსახურდიას საქმის გამოძიების ვადა 31 დეკემბერს იწურება. ყოფილი პრეზიდენტის შვილების მოთხოვნაა. გამსახურდიას მკვლელობა იყოს გამონაკლისი და გამოძიებას სიმართლის დადგენის ვადა გაუხანგრძლივდეს.

საქართველოს პირველ პრეზიდენტს 1993 წლის 31 დეკემბერს ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში, ერთ-ერთ ოჯახში სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში ჰქონდა მიყენებული. მაშინ გამსახურდია სამეგრელოს თავს მხედრიონელებთან დაპირისპირების გამო აფარებდა.