ბიუროს სხდომა

15:04, 30.03.2025

ხვალ, 31 მარტს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის შესახებ კანონპროექტის დაინიცირება იგეგმება. ვიდრე საკონსტიტუციო სარჩელი მომზადდება, მანამდე, პარლამენტში დარეგისტრირდება პროექტი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წესდების, მიზნებისა და შემადგენლობის იდენტური პარტიების საქმიანობას კრძალავს. შეგახსენებთ რომ, „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადების ინიციატივის შესახებ, „ქართული ოცნების„ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მსგავსი