ბიუჯეტის პროექტის განხილვა

2019 წლის ბიუჯეტი და „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკა.

პროექტის განხილვაზე ოპოზიციამ მთავარი ფინანსური დოკუმენტი დაიწუნა და აღნიშნა, რომ ბიუჯეტი საზოგადოების ინტერესებს არ ასახავს. ლარის კურსი, საგარეო და საშინაო ვალი, ბიუროკრატიული ხარჯები, ბიუჯეტის არამიზნობრივი დაგეგმვა – ეს იყო ის საკითხვები, რომლებზეც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პასუხების გაცემა ფინანსთა მინისტრის მოადგილეს მოსთხივა. გიორგი კაკაურიძემ ოპონენტების კრიტიკას ბიუროკრატიულ ხარჯებთან დაკავშირებით უპასუხა და განმარტა, რომ გაზრდილი ბიუჯეტი პოლიციელებისთვის ხელფასის 250 ლარით მატებას უკავშირდება.