ბიუჯეტის პროექტი

ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის გაუფასურების გამო, საქართველოს მომავალი წლის ბიუჯეტში საგარეო ვალის მოცულობა იზრდება.

2019 წლის ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტში, ლარის კურსი 2.7 ნიშნულზეა ჩადებული. დოკუმენტის პირვანდელ ვარიანტთან შედარებით, სადაც კურსი 2.63-ზე იყო გათვლილი ვალის მოცულობა, ახალ პროექტში 395 მილიონი ლარით მეტია.

ლარის კურსი ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ბიუჯეტის პროექტს აკრიტიკებს ოპოზიცია. უმრავლესობის წევრები კი ამბობენ, რომ მთავრობამ მათი შენიშვნების დიდი ნაწილი გაითვალისწინა.

პროექტში გათვალისწინებულია ახალი ინიციატივა სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის 50-ლარიანი პაკეტების გაცემაზე. იზრდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ასევე თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება.

მომავალი წლის ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტის განხილვა პარლამენტში მიმდინარე კვირაში დაიწყება.