ბიუჯეტის განხილვა

პარლამენტში, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს მესამე მოსმენით განიხილავს.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ბიუჯეტის საბოლოო ვერსიით, განსაზღვრული ოდენობა 92 მილიონ 400 ათასი ლარით მეტია, ვიდრე პროექტის მეორე წარდგენისას იყო გათვალისწინებული.

2019 წლის ბიუჯეტი, 2018 წელთან შედარებით, 630 მილიონ 500 ათასით იზრდება და 12 მილიარდ 863 მილიონ ლარს შეადგენს.

ბიუჯეტის პროექტი სესიაზე დასამტკიცებლად სავარაუდოდ 21 დეკემბერს გავა.