ბიუჯეტი 2020 - განხილვა პარლამენტში

2020 წლის ბიუჯეტის პროექტს მოწინააღმდეგეები მმართველ გუნდშიც გამოუჩნდნენ.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საკომიტეტო სხდომის შემდეგ დოკუმენტი დღეს კენჭისყრაზეც კი არ გაიტანეს. ოთარ დანელიას აზრით, სოფლის მეურნეობის სფეროსთვის გათვალისწინებული ბიუჯეტი არასაკმარისია, რის გამოც დეპუტატმა ფინანსთა სამინისტროს პროექტის დაკორექტირება სთხოვა. დანელიამ დღეს ის მიმართულებებიც დაასახელა, სადაც, მისი მტკიცებით, დაფინანსება შემცირებულია. არ არის გამორიცხული, რომ პროექტის მხარდაჭერაზე უარი თქვას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმაც. კომიტეტის თავმჯდომარემ მთავრობას დღეს საკუთარი მოთხოვნები წაუყენა.

თეონა მანაგაძე აშუქებდა საკომიტეტო განხილვებს.