ბიუჯეტი 2018 - ექსპერტების შეფასებები

ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმაზეა მორგებული. პრიორიტეტული უწყებების სამეულში ისევ ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურა და განათლებაა.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაფინანსების მქონე უწყება – ინფრასტრუქტურის სამინისტრო მომავალ წელს მასშტაბურ მშენებლობებს გეგმავს.

გზების და მაგისტრალების გარდა, სამუშაოები სასოფლო ინფრასტრუქტურის აღდგენასაც მოიცავს. თუმცა, სპეციალისტებს შორის ბიუჯეტის პროექტმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

ექსპერტების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ მთავრობას პრიორიტეტები სწორად აქვს განსაზღვრული. ასე არ ფიქრობს მეორე ნაწილი.

მარიამ ბერძენიშვილი არკვევდა, რომელი სამინისტრო რა რაოდენობის თანხას მიიღებს 2018 წლის ბიუჯეტიდან.