ბირთვული შეთანხმების ჩაშლის საფრთხე

30-წლიანი მოქმედების შემდეგ აშშ-ს საშუალო რადიუსზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის ხელშეკრულებიდან გასვლა სურს.

1988 წლიდან ამოქმედებული ისტორიული შეთანხმება შეიარაღების კონტროლს შეიარაღების შემცირებით ცვლიდა.

სწორედ „ბირთვული ძალების შეთანხმებაა“ უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის მრჩეველისა და რუსეთის ხელისუფლების მოლაპარაკების მთავარი თემა.

ჯონ ბოლტონი რუსეთში იმყოფება. სწორედ მის ვიზიტზეა დამოკიდებული შეთანხმების ბედი.